კვანძოვანი მასტოპათია

კვანძოვანი მასტოპათია
ეს ფორმა გვხვდება 30-დან 50-წლამდე ასაკის ქალებში. პალპაციისას გამკვრივებული უბნები უფრო მკვეთრი ხდება. შეიგრძნობა ტიხრები, წილაკოვნობა, მარცვლოვნება. პალპაცია შესაძლებელია ავადმყოფის ვერტიკალურ მდგომარეობაში. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, წარმონაქმნი თითქოს იკარგება ირგვლივ მდებარე, დიფუზურად გამკვრივებულ ქსოვილში და, ხელისგულით ზეწოლის დროს, მისი შეგრძნება უკვე შეუძლებელი ხდება - ეს არის უარყოფითი კენიგის სიმპტომი. კანის სიმპტომი და გადიდებული რეგიონული ლიმფური კვანძები არ აღინიშნება. კვანძი შეიძლება იყოს ერთ ან ორივე ძუძუში, ერთი ან მრავლობითი. წარმონაქმნის ირგვლივ აღინიშნება დიფუზური მასტოპათიის უბნები.
Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужен реферат?

Смотреть что такое "კვანძოვანი მასტოპათია" в других словарях:

  • მასტოპათია — ძუძუს დისჰორმონული ჰიპერპლაზიური პროცესი, რომელიც საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ კლასიფიცირდება როგორც ფიბროზულ კისტოზური დაავადება. მას ახასიათებს ძუძუს ქსოვილის პროლიფერაციული და რეგრესიული პროცესების ფართო სპექტრი. არსებობს… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»